დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლებს. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღე) მიიღებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა, დონაცია კი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო.

სრულად...

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ცნობილია ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მისი თქმით, მამაკაცს ახალი კორონავირუსის დისგან გადაედო, ამ დროისთვის კი, ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

სრულად...

ქუთაისის ლაბორატორიაში 45 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა.

სრულად...

ვერმონტელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, რაც ასპარეზს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უხსნის, გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

სრულად...

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულისi შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი