დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას მადლობას უხდის. მან გახარიას მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება. ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის ერთი 14 წლის არის.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების საკითხზე და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნიდან ინიშნება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, - განაცხადა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში საკადრო წმენდას განაგრძობს. ამჯერად თანამდებობიდან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა. პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0046 პუნქტით გაუფასურდა.
ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამჟამად ირანში „კოვიდ-19“ -ით 4003 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას გამოცემა „როიტერსი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.