GUARDIAN.GE -  პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯეფრი ფლეიკს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისგან“. მანამდე დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა და თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ“.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ევროკავშირი, კიევში გამართულ ისტორიულ სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ატარებს სამიტს ომში მყოფ ქვეყანაში. და ის ფაქტი, რომ კომისიის უმეტესობა ჩავიდა კიევში ამ ღონისძიებისთვის, თავისთავად ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მიმართ“, - განუცხდა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ახლა ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის თანამშრომელმა „Euronews“-ს და დაამატა: „ასე რომ, ეს არის ის, რაც ღირებულია და ვფიქრობ, რომ თავად უკრაინელები აფასებენ ამას. და მოდით, გავიხსენოთ, რომ მთელი ეს საუბარი დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ „მეიდანზე“ გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ამგვარად, ვფიქრობ, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური სიგნალია“.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

„ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა.

სრულად...

მკურნალობის ეფექტურობას ვერ დავამტკიცებ იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას არ მოგვცემენ, – ამის შესახებ კლინიკა „ვვამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სრულად...

არ დავასახელებ პიროვნებებს, რომელთაგან ნამდვილად იყო მცდელობა, მომხმარებოდნენ სააკაშვილის კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, მაგრამ ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია, მით უმეტეს, ხედავენ, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონკრეტული ცვლილებები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე იკითხება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

სრულად...

ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წელს. 1956 წლიდან იგი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ჯემალ ღაღანიძის თეატრში განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი"), ბატონი გიორგი („მზიანი ღამე"), როზენკრაცი („ჰამლეტი“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა"), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე"), ტირელი („რიჩარდ III), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი („მაკბეტი"), შალვა („მოხუცი ჯამბაზები“) და სხვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი