საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0448 პუნქტით გაუფასურდა.
19 წლის ორსული გვატემალელი გოგო აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლიდან ჩამოვარდნისა და მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. მირიამ სტეფანი გირონ ლუნა სასაზღვრო კედლის ფოლადის ბადისებრ ბარიერზე გადაძვრომის მცდელობისას ელ პასოს სიახლოვეს, ტეხასში შაბათს ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები შეეცადნენ მისთვის გადაუდებელი მშობიარობის ჩატარებას, მაგრამ წარუმატებლად.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მზად არის გაიაროს პირველადი დახმარების მოსამზადებელი კურსები და ჩეართოს კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლის საქმეში.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის სეანსებს სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში აფინანსებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, აღნიშნულ სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.
ფონდი „ქართუ” მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად, - ფონდი „ქართუ” განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.
ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავდაცვის ძალების სარდლობებს, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პირობები გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.