კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 000 ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, „კავკასუს ონლაინი“ უკვე მეოთხედ დაჯარიმდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0703 პუნქტით გაუფასურდა.
საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა რეკომენდაცია, რომელიც მომდინარეობს ამ ანგარიშში, იქნება გათვალისწინებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია.
საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს მაყურებლის გარეშე გაიმართება, – ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.