საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო აუცილებელია, საქართველოში დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე გაუქმდეს საჯარო ღონისძიებები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკეობით შესრულდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0114 პუნქტით გაუფასურდა.
დიდუბის რაიონის გამგეობა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ინიციატივით გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სმენითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. ამ მიზნით, კრებულის პრაქტიკაში გამოყენების ძირითადი პრინციპების გასაცნობად ფონდის მუსიკა-თერაპევტებმა თბილისის ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის ვორკშოპი გამართეს.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის II შესახვევში ჩატარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.