ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ჩატარების თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად, ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს.
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ავტრიის მუდმივ წარმომადგენელთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან.
მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.