ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იმ ფონზე, როცა ეპიდემია განაგრძობს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას. „ამის გამოცხადების მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რაც ჩინეთში ხდება, არამედ ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ ღებრიესუსმა. წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ.
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელმა „არმიჰოლში“ თავდაცვის ძალების უფროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე - „ნატოს როლი გლობალური მშვიდობის პროცესში“.
ვენა- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოითქვა ეუთოს მხრიდან აქტიური თანამშორმლობის მზაობა როგორც ეუთოს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში ასევე ეფექტურ იმპლემენტაციაში.
კონსტანტინე გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ „ფეისბუქზე“ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო.
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გაუფასურდა.
იაზროვნეთ ქართულად, - სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად, კულტურულად, ზნეობრივად: საქართველოსთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების ქართული ცნობიერებისთვის და ბედნიერი მომავლისთვის!
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
რაც მე კადრებში ვნახე ამაზრზენია, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.