ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, - წერს Facebook-ზე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის პრეზენტაციას დაესწრო.
თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავებისა და ამის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა და თქვა, რომ პოლიციელი სამსახურში ინციდენტიდან 6 წელი მუშაობდა, მას არავინ დევნიდა და ახლა „ჩანაწერებით გამოვარდნა არასწორია“.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.