საქართველოს გენერალური პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0038 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ნატოს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს.
თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება.
მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული, ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს, მთლიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება, დააბრალო სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ, აი, ეს არის რეალობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება დაიწყო.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა 20-21 ივნისის მოვლენებზე დაპატიმრებულებს საპროტესტო აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს და გლდანის ციხეში ნობათი შეუგზავნეს.
თბილისში, გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.