საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი კონკრეტული სცენარი არ მუშავდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება არსებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „მუზეუმში“ პრესკონფერენცია გაიმართა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.