საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გაუფასურდა.
დღეს ხელი ეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილზე ჩვენ ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - განაცხადა საქართველოა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
საგარეო უწყება აღნიშნული ფაქტის შესახებ შეშფოთებას გამოხატავს და რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას.
სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.
კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვ პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.