კომპანია „ჰექსას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა ქორიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა და რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და ანგარიშზე თუგინდ 5 თეთრის შეტანასაც კი, მოუწოდებს თავის გულშემატკივრებს, რომ „არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად“.
ჰონგ-კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქ თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს! ბატონებო! გილოცავთ, დიდგორობას! მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება!
შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.
პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის მონებს და მათ „საგმირო“ საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს, ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.