შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიებულ ადაწყვეეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ეხმიანება. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის გუნდის სახელით განცხადებას აკეთებს.
შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“ - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ, - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
გვარამია იმედოვნებს, რომ ის ამ ომში მარტო არ იქნება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, სტრასბურგზე სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვეს, - ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გააკეთა.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძე ნაწამებია. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ 6 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.