უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.
აშშ-ის მთავრობა მიგრანტებზე სწრაფი დეპორტაციის პროცესს ახორციელებს, რომელიც საემიგრაციო სასამართლოებს გვერდს აუვლის.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 2005-2008 წლებში, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ალექსანდერ ვერშბოუ მისი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასზე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეზე, შეტევა ხორციელდებოდა. როგორც მან განმარტა, შეტევა იმ მოტივით ხორციელდებოდა, რომ იურიდიულ კომიტეტს მოსამართლეთა სიისთვის მხარი დაეჭირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა, ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის შეტყობინება მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე ბიძინა ივანიშვილს გადასცა, ხოლო ამის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მათ შორის ურთიერთობა, ამის შესახებ მან არაფერი იცის.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი 2014 წელს მის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ არსებული სახით ჩვენება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი გორის მერობის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცა.
ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ რეგიონში მაქსიმალურად შენარჩუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ მას „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა, რაც, მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.