საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გაუფასურდა.
მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი, არასოდეს ნებით არ წავა, თუ პანჩურით არ გააგდე, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გუშინ, 9 ივნისს გამართული მეორე ტურის შეფასებისას.
1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავაშირებით განაცხადა, რომ მოკლე ვადაში, შესაძლოა იყოს რყევები, თუმცა, მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში და სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ბოლო ვადად ივლისის ბოლო განუსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოს არჩევანი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვას შორის.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა.
რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის 31-ივე უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს (ამ დროისთვის სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით), რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლადო კახაძეს ამომრჩეველთა ხმების 61.83 % (10738 ხმა) აქვს მიღებული, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს კი 38.17% (6630 ხმა).
„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება. შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.