პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა მედიასთან კომეტარი გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პარლამენტში მყოფ ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მოლდოვის მოდელით იმოქმედონ და მათ მსგავსად დაამხონ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მართული მთავრობა.
თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში დილის 08:00 საათზე გაიხსნა 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის - ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
კვიპროსული მხარის შეტყობინების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი განკარგულებით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, ადასტურებს, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, რომ მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე გახდეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0067 პუნქტით გამყარდა.
ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს? - აღნიშნული შეკითხვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.