ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და იუტას შტატის მომავალმა სენატორმა მით რომნიმ დონალდ ტრამპზე გესლიანი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ ტრამპის ქმედებებმა მსოფლიოს გარშემო შეშფოთება გამოიწვია, იტყობინება BBC.
გასულ წელს ავიაკატასტროფების დროს დაღუპულთა მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელთან შედარებით, მაგრამ ამის მიუხედავად 2018 წელი არსებული მონაცემების მიხედვით ჯერ კიდევ მე-9 ყველაზე უსაფრთხო წელიწადი იყო, იტყობინება BBC.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაჟინებით მოუწოდა ტაივანის მოქალაქეებს მიიღონ მდგომარეობა, რომ ის „უნდა იყოს და იქნება“ ჩინეთის შემადგენლობაში.
მაშველებმა 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ორშაბათ დილით სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად 10-სართულიანი კორპუსის ნგრევას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 36 სხვას კი ამ დრომდე ეძებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და უფალს შესთხოვს, რომ „ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი ერთგული რჩება ბირთვული განიარაღების, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ იგი მის მიერ აღებულ კურსს შეცვლის, თუკი შეერთებული შტატები მასზე დაკისრებულ სანქციებს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ათონელზე მდებარე სასახლიდან მიულოცა:
სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს, ახალი წელი პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცეს.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ცენტრალური რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს.
პირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდება. ძალაში შედის ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. ბანკის ცნობით, რეგულაციების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.