„ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის აზრით, „ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის, არამედ ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ.
მაშველებმა რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის გაჟონვის შედეგად 31 დეკემბერს ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ყველა ცხედარი იპოვეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
საპარლამენტო ოპოზიციაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურებიან.
მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი თიანეთში მომხდარი შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, იტალიაში ჩრდილოეთ კორეის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაუჩინარდა. როგორც BBC იუწყება, ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანის უმაღლესი რანგის დიპლომატი იტალიაში, თავშესაფრის მიღებას დასავლეთის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცდილობდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურება. ბესელია მიიჩნევს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციის უმრავლესობამ მიიღო.
გორში 39 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას მკვიდრი გორის კლინიკურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.