მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რითაც ის რუსეთიის ეკლესიისგან დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. უკრაინის ეკლესია საუკუნეების განმავლობაში რუსეთისა და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ეს უკანასკნელი დაჟინებით მოუწოდებდა პატრიარქ ბართლომეს, არ გადაედგა ეს ნაბიჯი.
საქართველოში რეკორდული ოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა და დაახლობიოთ 8,7 მილიონი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.
ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან დაიწყო. ბათუმის მერიის ცნობით, გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2019 წლის 1-ლი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, აბაშის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მზად არის აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
„ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.
„ეს ადამიანი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს", ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს ეხმაურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.