„რუსთავი 2" ასაჯაროვებს მორიგ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ამავე კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი საუბრობენ.
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქს აიძულებენ გადადგომას, საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ.
სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბი ავრცელებს.
თეოლოგის თქმით, „პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე" ინფორმაცია არაერთი კონფიდენციალური წყაროსგან აქვს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიმიტრი შაშკინისა და გიორგი ბარამიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ერევანში, 11-12 ოქტომბერს, ჩატარდა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტი, რომელზეც თავი მოიყარა 84 წევრი, ასოცირებული და დამკვირვებელი სახელმწიფოს ლიდერმა. საქართველოს დელეგაციას სამიტზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” განცხადებას ეხმაურება. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, უწყება „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
დარწმუნებული ვარ, ქართული ჯარი პუტინის მსახურს, პუტინის გამხმოვანებელს, საქართველოს მოღალატეს არ აირჩევს პრეზიდენტად, აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე აკეთებს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრები დიმიტრი შაშკინი და გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას ჯარისკაცებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.