საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ ბადრი ბასიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარტიაში რჩება და თანამებრძოლებთან ერთად განაგრძობს „ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის“, პარტიიდან ვინმეს გარიცხვის მსურველებს კი ურჩევდა, „დამატებით ვინმე შემოირიგონ, რომ უფრო მეტნი ვიყოთ გადამწყვეტი ბრძოლის წინ“.
საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის- „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“წარადგინეს. ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.
თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო
ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა
წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.