შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს.
სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობაში ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას „საოცარი" უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. უწყების განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და დანაშაულის ხასიათთან სასჯელის შეუსაბამობამ განაპირობა.
მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი ბრიუსელში შეაჯამა. ბახტაძის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ახალ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრინციპულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ინტეგრაციას გზაზე ევროკავშირში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.