ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას დაკითხავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის საიმედო ხვალინდელი დღე სწორედ დავით ბაქრაძესთან არის დაკავშირებული ,ასევე უგულავა აღნიშნავს რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს მარცხის.
ხადას ხეობაში გარდაცვლილ ლორა სმიტთან ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით გირგვლიანი მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ კობაურის უკვე ყოფილი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
მე პოლიტიკური ბრძოლის არ მეშინია, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„გიორგი მარგველაშვილი ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არ უღირს გარისკვა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უბრალოდ შეუძლებელი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.