GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ტორების“ ახალი ლიდერის არჩევნების ჩატარებამდე დარჩება.
„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის - RUSI-ს მიერ ორგანიზებულ „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო. კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას დღეს დატოვებს, იტყობინება BBC, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შემოდგომამდე, „ტორების“ ახალი ლიდერის არჩევნების ჩატარებამდე დარჩება.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე ზეწოლა სულ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ დილით გადადგომების სერია გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ თანამდებობები დატოვეს პენსიების მინისტრმა გაი ოპერმანმა და ტექნოლოგიების მინისტრმა ქრის ფილპმა. მანამდე პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა ბრენდონ ლუისმა, ჩრდილოეთ ირლანდიის მდივანმა და განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება „პატიოსნება, მთლიანობა და ურთიერთპატივისცემა“. თანადებობებიდან წავიდნენ ასევე მინისტრები - ჰელენ უოთლი, დემიან ჰაინდსი და ჯორჯ ფრიმენი.
ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, რობერტ სპანოს, მოსამართლე ლადო ჭანტურიას და სასამართლოს მეხუთე სექციის რეგისტრს ვიქტორ სოლოვეიჩიკს დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ უმასპინძლა.
საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის, რობერტ სპანოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა რობერტ სპანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული მისი პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP-T) შენარჩუნებისა და მზადყოფნის ფაზების გავლის შემდეგ, ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX). საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.