თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.
გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 3 310 თბილისში. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსისგან 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბერნში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
შვეიცარია, ქალაქი ბერნი, Thunstarsse 2, 3005 - დღეიდან აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობას საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კრემლის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესი გაამარტივა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შეხვედრის შემდეგ, „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი.
იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 6 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან 1 ყოფილი მოხელეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.