საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

სრულად...

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. „რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი? “, – ჰკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ დიპლომატს.

სრულად...

მიმდინარე წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება“ რეგიონებში კიდევ ორმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები სოციალურ ქსელში წერენ.

სრულად...

დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამოტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.

სრულად...

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. განვითარებული მოვლენები, რომელიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს უმასპინძლა და მათგან ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი