ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში, შინდისის ქუჩაზე 3 მოზარდი დაშავდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სკოლიდან მიმავალ 13 წლის სამ მოსწავლეს მანქანა შეეჯახა.
საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორი დააკავა. განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
სულ მცირე ორი რუსი მებრძოლია მოკლული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად, განუცხადეს BBC -ს დაღუპულთა თანამებრძოლებმა.
ისრაელის პოლიცია რეკომენდაციას იძლევა, რომ პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს მექრთამეობის საქმეებზე, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზეილსტრა, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა ტყუილი იყო, რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.