ევროპელი ლიდერებისათვის გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, წმინდა დიუკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია მოეწყო.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, კომპაქტის ფარგლებში, ჩაიდო ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ყველაზე ღირებული არის ის ინვესტიცია, რომელიც იდება განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2017 წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე.
პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
2017 წლის განმავლობაში „დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი, ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს.
რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივ ბანონი დაიკითხა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან გამთენიისას დაბრუნდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.