ჩადებას არ ვაპირებთ, ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფაა, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი გოგონამ დაჭრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130-მდე მშვიდობისმყოფელს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დახვდათ
რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს.
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულის მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.
ჩრდილოეთ კორეა წლების განმავლობაში თავის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირს სამხრეთ კორეაში აგზავნის, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას დაძაბულობები შეამსუბუქოს.
კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.