„დავიწყეთ სოფლებში „მინი" საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" აღმოაჩინა „მინი" საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და სამხრეთ კორეაში ჩავა და პარასკევს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის მინისტრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო. ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა კაპიტოლიუმში უმასპინძლა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს სთხოვა ქვეყნის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი მოაწყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრებს მართავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში მებრძოლებმა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის შენობას ნაღმტყორცნებიდან ესროლეს.
ტაივანში მომხდარმა ძლიერმა, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰუალიენში შენობები გადააყირავა. ოფიციოზის ცნობით, გარდაცვლილია სულ მცირე 10 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 220-ზე მეტ ადამიანს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.