წარსულში ნასამართლევი 5 პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.ქ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ფ., თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადაჩენა ვერ მოხერხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება გარკვეული გრაფიკით მოხდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა უკვე შედგა და დღის რომელ მონაკვეთში განხორციელდება დისტრიბუცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. მარგველაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ სანაგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში გახსნა. დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.