საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროებითი შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
ახმეტაში 9 იანვარს დაკავებულ ზურაბ იდოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სიონის ტაძარში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ასეულის გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოსებ ნოლტე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი.
„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს", აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც 26 დეკემბერს დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მის შვილს ესროლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველ საკუთარ მოქალაქეებს ახალი რეკომენდაციებს აძლევს. შტატების დიპლომატიურმა უწყებამ უსაფრთხოების მიხედვით ქვეყნები ოთხ კატეგორიად დაყო.
„ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს", აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 30-წლამდე მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.