2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები; მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღსრულდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.
მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.
კალიფორნიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულის ადვოკატმა, დავით მოდებაძემ სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს
ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მამაკაცი გადავარდა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა.
„აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს", აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.