პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს 85 წელი უსრულდება. პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.
1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო პროცედურა დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა და საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა მაჩალიკაშვილის სახლი ცოტა ხნის წინ დატოვეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის უწერა-გლოლის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს 11 იანვარს განიხილავს. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის თაობაზე, სასამართლოში მოწმეების არასაკმარისი რაოდენობის გამო გადადო.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს. ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ექსპერტ ნიკოლეიშვილთან დღეს გაფორმდება ხელშეკრულება და სავარაუდოდ, ხვალ ის მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.