პოლიციის სპეცრაზმი მოსკოვის ფაბრიკა „მენშევიკში“ შევიდა, სადაც ყოფილმა დირექტორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 187 პირი.
1974 წელს დაბადებული თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ თავის იშვიათ ინტერვიუში ბარაქ ობამამ სოციალური მედიის უპასუხისმგებლო გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი".
პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მაჩალიკაშვილის კავშირს აჰმედ ჩატაევთან უარყოფს. დაჭრილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, „რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, სუს-ი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც სტრუქტურული და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, პირველად გაიმართა.
მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მამაკაცმა შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, იტყობინება „რია ნოვოსტი“ მოსკოვის პოლიციაზე დაყრდნობით.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განვლილი 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.