თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. არასრულწლოვანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

სრულად...

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სრულად...

სამხედრო დანაშაულობების ჩადენაში ბრალდებული ბოსნიელი ხორვატი სლობოდან პრალიაკი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კალიუმის ციანიდის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, განაცხადეს ჰოლანდიელმა პროკურორებმა, რომელთაც დაიმოწმეს ცხედრის გაკვეთის შემდგომი წინასწარი ექსპერტიზის შედეგები.

სრულად...

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი ყალბი განცხადებების გაკეთებაში იქნა ბრალდებული. საქმე მიმდინარე წლის იანვარში მის მიერ ფედერალური საგამოძიებო ბიუროსადმი (FBI) გაკეთებულ განცხადებებს ეხება.

სრულად...

თურქეთის მთავარმა პროკურორმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცრის, გრაჰამ ფულერის დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს, მეუფე გერასიმე და მეუფე ვახტანგი იმყოფებიან.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0108 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს დაბრუნდება მოსკოვის საპატრიარქოში, განაცხადა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ფილარეტმა. „იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი სახელმწიფო“, აღნიშნა მან პრეს-კონფერენციაზე, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი