საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგოტ ვალსტრომთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან, რომლებიც საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0292 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. imedinews-ი თორდინავაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა გუშინ, 13 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სრულად...

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.

სრულად...

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

სრულად...

თბილისიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრის სავალ მანძილზე, მიადგებით ბორცვს, რომელსაც გადაჭრილი გორა ჰქვია და რომლის მკვიდრი ქვის ხანის ფერმერები, რომლებიც აქ 8 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ, ყურძნის მოყვარულნი იყვნენ. მათი ყურძნით დეკორირებული თიხის ჭურჭელი, მის ფრაგმენტებზე და ამ ადგილის მიწისთვის ჩატარებული ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ახლომდებარე ტყიანი ბორცვები ერთ დროს ვაზის ლერწმებით იყო მოფენილი. ასე იწყებს „ნაშენალ ჯიოგრაფიკის“ ავტორი სტატიას, რომლის ქართული თარგმანის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს GUARDIAN.GE გთავაზობთ.

სრულად...

სამთავრობო ცვლილებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. მისი თქმით, იგი პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება.

სრულად...

გიორგი გახარია დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი დახვდა.

სრულად...

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის დამატების შემდეგ, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფიქრობს, რომ შტატების შემცირება გარდაუვალია.

სრულად...

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დაამტკიცეს. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურა უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი