დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, აუცილებელია კობა გვენეტაძემ განმარტებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ფორმატში გააკეთოს.
მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადებაც, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას, მის იმიჯს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ასე ეხმაურება სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება.
თბილისში საკრებულოს თავმჯდომარედ მოვიდა ქურდის შვილი, მერად - ქურდი, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია". განცხადება იუსტიციის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოეხმაურა.
თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას აპროტესტებენ.
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ობმუდსმენი წიკლაურს, რომელიც მას მამა გიორგი მამალაძის საქმისადმი მიკერძოებულობაში სდებს ბრალს, პასუხობს, რომ პროკურორის ბრალდებები საქმესთან დაკავშირებული დარღვევების გამართლების მცდელობაა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა.
ზიმბაბველები ელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამხედროები მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაზე კონტროლი აიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.