სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ეხლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?! თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან.
ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.
როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, რძესთან და ყველთან დაკავშირებით, ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის 1 მილიარდ დოლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.