„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.
როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.
გერმანიის ქალაქ მიუნხენში პოლიცია იმ მამაკაცის სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელმაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, აღნიშნულია პოლიციის მიერ „თვითერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
პოლიციამ ბრაზილიაში განაცხადა, რომ მათ ლათინური ამერიკის ისტორიაში პედოფილების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია ჩაატარეს. როგორც BBC იუწყება, ეჭვმიტანილები 24 შტატში და დედაქალაქ ბრაზილიაში დააკავეს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კუკავა არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა.
„ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი თბილისში, მე-12 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა თბილისში, მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ხმა დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე 166–ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე-12-ე უბანზე მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.