ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მარნეულიდან გახლავთ ის, რომ რამდენიმე წუთის წინ რაიონში შეიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმები, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენების და კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
„ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“, ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება.
ელ-ვახატის რაიონში ტერორისტებთან ბრძოლაში ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის 23 ოფიცერი და 35 რიგითი, იტყობინება ახალი ამბების პორტალი „მასრავი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.