ერაყის სახმელეთო ძალებმა ტალ აფარის, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბოლო ქალაქის, ხელახლა აღების ოპერაცია დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ერაყის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ტალ აფარში ჯიჰადისტების ჯგუფის დაბომბვა.
ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა ანტი-რასიზმის წინააღმდეგ „თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციას“ აშშ-ის ქალაქ ბოსტონში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მორემ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია შეასრულა და ქადაგებისას ბრძანა, რომ „ადამიანმაც უნდა ფერი იცვალოს“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები დასახელდება.
რუსეთის ქალაქ სურგუტში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, როგორც ამას Reuters-ი ტერორისტული დაჯგუფების ახალი ამბების სააგენტო „ამაყზე“ დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ უბრუნდება თავის უწინდელ საქმიანობას მის მიერ დაფუძნებულ Breitbart-ში, ულტრა-კონსერვატიულ მედიასაშუალებაში და ყველა ფლანგზე იწყებს „ომს, ტრამპის ოპონენტების წინააღმდეგ“.
ფინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის სახმრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტურკუში პარასკევს განხორციელებული თავდასხმისას ორი ადამიანის მკვლელობა ტერორისტული აქტია.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ ათეულობით მეზღვაურს დისციპლინარულ სასჯელს გამოუცხადებს მას შემდეგ, რაც USS Fitzgerald-ის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია სრულდება.
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.