ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც სიგუამ დაკითხავზე შესვლამდე განაცხადა, იგი საგამოძიებო სამსახურში არა „ჯემ ფესტის“ ჩატარების, არამედ გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
ესპანეთის პოლიცია იმ ფურგონის მძროლის ძებნის ოპერაციას განაგრძობს, რომელმაც ნაქირავები ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარსელონაში, ხალხის მასაში დიდი სისწრაფით შეიყვანა, რის შემდეგაც ფეხით გაიქცა.
ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ კამბრილსში 5 ადამიანი მოკლა იმისათვის, რათა შეეჩერებინა ფურგონით მეორე თავდასხმის მცდელობა მას შემდეგ რაც ბარსელონაში ხუთშაბათს ტეორორისტული აქტი მოხდა.
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებები აქვს მიღებული 100-ზე მეტ ადამიანს. ინფორმაციას BBC პოლიციაზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით სხვას.
ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის ჯგუფში შევარდა. ინციდენტის ადგილას პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, რამაც ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის გასწვრივ კონფედერანტების „მშვენიერი“ ძეგლების აღება „დასანანად“ და „სულელურად“ მიიჩნია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო პასუხის გაცემა „შემაძრწუნებელი“ იქნებოდა, მაგრამ არჩევანი კვლავ რჩება, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.