„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს „დამნაშავეს“ უწოდებს და ხელისუფლებისაგან გიორგი მღებრიშვილის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ავაკოვის“ სატელეფონო საუბრის ნამდვილობის საერთაშორისო ექსპერტებისაგან დადგენას მოითხოვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და უკრაინის ყალბი შს მინისტრის, ავაკოვის სატელეფონო ჩანაწერს, სადაც გიორგი მღებრიშვილი მის უკრაინელ „კოლეგას“ სთხოვს, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ, თავად მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ყოფილმა ხელმღვანელმა ანტონი სკარამუჩიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლის შიგნით ადამიანები მუშაობენ იმაზე, რომ „გააძევონ“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ზემო სვანეთში, დაბა მესტიის ახლომდებარედ, ბანგურიანის მთაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია მას შემდეგ, რაც ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბაში მყოფმა თავისმა დიპლომატმა თავის ტკივილების და სმენის დაკარგვის ჩივილებით დაიწყო მკურნალობა.
საქართველოს შს მინისტრის და უკრაინის ყალბი შს მინისტრის, ავაკოვის სატელეფონო ჩანაწერის შესწავლას და გამოძიების დაწყებას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“ (ჩანაწერის მე-6 წუთიდან), რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.
შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქ მალმოში ერთ-ერთ შენობაში სროლებს ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ შვედურ გაზეთ „Sydsvenskan“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირჯინიაში თეთრკანიანი ნაციონალისტების შეკრება სისხლიან პროტესტში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში შევარდა და სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვირჯინიის გუბერნატორმა ტერი მაკაულიფმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ რაც ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიან ნაციონალისტებსა და მათთან დაპირისპირებულ პროტესტანტებს შორის ქაოტურმა ძალადობრივმა შეხლა-შემოხლამ იჩინა თავი და პოლიცია იძულებული გახდა დაეშალა მოძალდე პროტესტანტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.