შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში დააკავეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი შესრულდა. დაღუპული ქართველ მებრძოლების პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროები მივიდნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის - ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან კავშირი არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.