რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მანილაში, სადაც სამხრეთ აზიის ქვეყნების სახელმწიფოთა ასოციაციის რეგიონული ფორუმი იმართება, მის რუს კოლეგასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას რუსლი ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“ და მან მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ფხენიანმა არ უნდა განახორციელოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები.
უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. მდინარე სუფსაში 2 არასრულწლოვანი გოგონა დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ძიმითის მიმდებარედ, შაბათ საღამოს მოხდა. მოზარდები, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
როგორც სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, დანიის პრინცი ჰენრიკი არ დაიკრძალება თავისი მეუღლის, მარგრეტის გვერდით. პრინცი განაწყენებულია, რადგან მას არასდროს მიიჩნევდენ დედოფლის თანასწორად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.