საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გამყარდა.
ადიგენის მუნუციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კურორტ აბასთუმანში 21 მილიონ ლარამდე იხარჯება და იქ უკვე მიმდინარეობს ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა, მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა, სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მეტეხის ტაძრის ეზოში გააკეთა.
ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ყველა სოფელს, მათ შორის დაბასაც მიენიჭა. ჯამში, მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მატარებელი 22 სოფელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.
სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.