ოთხშაბათს, 18 მაისს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სრულად...

ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და  ადმირალმა რობ  ბაუერმა   სამხედრო  კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები  მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის  თავმჯდომარეს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული  საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე,  ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა  და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

სრულად...

პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა დაუკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.

სრულად...

რუსეთიდან გადმორიცხვები 300 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ძირითადად ალბათ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისათვის (დაახლოებით 40 ათასი კაცი) გადმორიცხული ფულია. ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

სრულად...

გასული ერთი კვირის (09.05 – 15.05.2022) განმავლობაში საქართველოში - საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სრულად...

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სრულად...

ხაშურის მუნიციპალიტეტის, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ოლეგ (ბაჩო) თორთლაძესთან ერთად გაეცნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი