დიახ, მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ისეთი მასშტაბის ფორუმის საქართველოში გამართვა, როგორიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაა!.. მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან თუ კვლავაც ასე ცალმხრივად, „სააკაშვილის სტილში“ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგია, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია. 

სრულად...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი მოკლე მისალოც განცხადებაში აქცენტს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიმნის და დროშის შეცვლაზე აკეთებს. 

სრულად...

„ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ შოთა რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

სულ მცირე 15 ავღანელი ჯარისკაცია მოკლული და ხუთ სხვას ჭრილობები აქვს მიღებული ყანდაღარის პროვინციაში თალიბანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.

სრულად...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით დაიწყო. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. 

სრულად...

სულ მცირე 23 ადამიანია მოკლული და 25-ს ჭრილობები აქვს მიყენებული მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა ავტობუსს, რომელსაც ცენტრალურ ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ეგვიპტის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს - ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფელბის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

სრულად...

არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე. 

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, ბრიუსელში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიმართ მძლავრი კრიტიკით გამოვიდა, ბრალი დასდო რა მათ, რომ თავიანთი ქვეყნების თავდაცვისთვის საკმარის თანხებს არ იხდიან და გამაფრთხილებლად განაცხადა უფრო მეტი თავდასხმების - ისეთის, როგორიც მიმდინარე კვირას მანჩესტერში მოხდა - შესახებ, თუკი ალიანსი უფრო მეტს არ გააკეთებს ისლამისტ მებრძოლთა შესაჩერებლად.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი